"კარგი ვაჟკაცი დააკლდი შენს სამშობლოს, სამშობლოს რომელსაც ყველგან ასახელებდი" - რა გახდა ახალგაზრდა სპორტსმენის ტრაგიკულად გარდაცვალების მიზეზი?
ახალგაზრდა სპორტსმენი, ბექა წიფიანი ტრაგიკულად დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ის მარნეულში, რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა. მისი გადარჩენა ვერ შეძლეს...
ტრაგიკულად გარდაცვლილ ახალგაზრდას ახლობლები და ოჯახის წევრები ემშვიდობებიან.
„სიტყვები ზედმეტია... ყველასთვის მწარე რეალობა ხარ, ბექა. კარგი ვაჟკაცი დააკლდი შენს სამშობლოს, სამშობლოს რომელსაც ყველგან ასახელებდი, მრავალჯერ უნდა აგეწია შენი ქვეყნის დროშა, რომელიც ასე გიყვარდა... ქართულმა ძიუდოს სკოლამ დაკარგა პერსპექტიული და უაღრესად კარგი სპორტსმენი, ბექა წიფიანი. თანავუგრძნობ დაღუპულის ოჯახს, აცხონოს უფალმა ბექას სული..“, - წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.
წყარო - "პრაიმ ტაიმი"