თეგებით ძიება

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი - 20-22 ოქტომბრის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. უწყების ცნობით, უახლოეს დღებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

ქ. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) +25+27 გრადუსი; დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 20 ოქტომბერს +22, +24, 21-22 ოქტომბერს +26,+28 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 20 ოქტომბერს +19, +21; ხოლო 21-22 ოქტომბერს +23,+25 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 20 ოქტომბერს +16, +18, ხოლო 21-22 ოქტომბერს +20,+22 გრადუსი.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 20 ოქტომბერს +19, +21; 21-22 ოქტომბერს კი +23, +25 გრადუსია მოსალოდნელი.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 20 ოქტომბერს +17, +19; ხოლო 21-22 ოქტომბერს +22, +24 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 20 ოქტომბერს +15, +17; 21-22 ოქტომბერს კი +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 20 ოქტომბერს +10, +12; 21-22 ოქტომბერს კი +16, +18 გრადუსი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა