„აღმოჩნდა, რომ მსგავსი ზარებით სხვებსაც აწუხებენ, ეძებენ ურჩ გადამხდელებს“ - ვინ და რატომ დაურეკა ჟურნალისტს?
ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს:
„უკვე მერამდენედ დამირეკეს, ვიღაცის გვარ-სახელებს მეკითხებიან, დღესაც დამირეკეს, ,
-ნინო ხართ?
-დიახ
-ნანას( გვარს არ ვწერ) იცნობ?
-ვინ ბრძანდებით, ან ჩემი ტელეფონი ვინ მოგცათ?
-მისამართებით ვადგენთ
- რას ადგენთ მისამართებით?
-ვისაც ვეძებთ
-და მე რა შუაში ვარ?
-მოგვეხმარეთ...
-სამძებროდან ხართ?
-არა
-აბა ავად ხართ, რა თქვენი საქმეა მე ვის ვიცნობ...
-დიღომში რომ ცხოვრობთ...
-დიღომში ვინც ცხოვრობს ყველასთან რეკავთ?
-კარგით, კარგად ბრძანდებოდეთო და გამითიშა.
აღმოჩნდა , რომ მსგავსი ზარებით სხვებსაც აწუხებენ, ეძებენ ურჩ გადამხდელებს და როგორც ირკვევა, ამოღების სამსახურია და წლების წინ გადაუხდელ საბანკო დავალიანებების ამოღებას ასე აპირებენ!
ვაი, თქვენს პატრონს...“ - წერს ნინო კვაჭანტირაძე.