„ბევრი ადამიანი ვერც იჯერებს რომ ყავარჯნებით ფეხბურთის თამაში შესაძლებელია“ - რა ფოტო ვრცელდება სოცქსელში?
კარგი ამბავი, რომელსაც შესაბამისი ყურადღება სჭირდება: რამდენიმე დღის წინ საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონი მოიგო! - ამის შესახებ გვერდი „სპორტმიამბე“ წერს და ფოტოს აქვეყნებს.
„ბევრი ადამიანი ვერც იჯერებს რომ ყავარჯნებით ფეხბურთის თამაში შესაძლებელია. ვფიქრობ, მთავარი მაინც მონდომებაა, ბოლო წლებში ბევრი მოთამაშე შემოგვიერთდა და ჩვენ, ყველა ერთად სიამოვნებას ვიღებთ ამ მშვენიერი თამაშით“, - დავით ბაბუციძე, საქართველოს ნაკრების წევრი და კლუბ „თბილისის“ კაპიტანი“, - წერია ფოტოს აღწერაში.