თეგებით ძიება
25. 10. 2023 ვიდეო

"ლომისას წმინდა გიორგის ტაძარი ფაქტობრივი ოკუპაციის ქვეშ არის..." - რა კადრებს ავრცელებს დავით ქაცარავა? (ვიდეო)

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" დამფუძნებელი, დავით ქაცარავა ამბობს, რომ რუსული საოკუპაციო პატრული ლომისაზე, მლეთაში ამოვიდა. 

მისი თქმით, ლომისას წმინდა გიორგის ტაძარი ფაქტობრივი ოკუპაციის ქვეშ არის.

"გამოიცანით, რა ხდება. 

ლომისას წმინდა გიორგის ტაძარი ფაქტობრივი ოკუპაციის ქვეშ არის. 

სამაგიეროდ, დუღს, ხო ეკონომიკა? 

ლომისას წმინდა გიორგის ტაძარი იმ ახალი საოკუპაციო გეგმის ნაწილია, რომელზეც ჩვენ 2 წელიწადია ვსაუბრობთ.

ქოცხელისუფლება კი აგრძელებს "პრაგმატული პოლიტიკის" გატარებას. 

ჰა, ქართველობას ვინ გვართმევს ეხლა?", - წერს აქტივისტი. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა