ჰამასის თავდასხმების შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრების 84% ამოცნობილია - ისრაელის პოლიცია
ჰამასის თავდასხმების შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრების 84% ამოცნობილია - ისრაელის პოლიციის განცხადებით, ექსპერტებმა დაადგინეს თავდასხმის შედეგად დაღუპული 798 მშვიდობიანი მოქალაქის ვინაობა. დადასტურებულია 308 სამხედრო მოსამსახურის მკვლელობაც.
პოლიციის ცნობითვე, 7 ოქტომბრის შემდეგ ძალადობის წაქეზებისთვის დაკავებულია 110 პირი, მათგან 17-ს ბრალი წაუყენეს.