ღაზაში 7 ოქტომბრის შემდეგ 8700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა - „ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტრო
ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზას სექტორში 8796 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორში დაღუპულთაგან 3648 ბავშვია.
ისრაელმა ღაზაზე საჰაერო იერიშები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასი“ ისრაელს მოულოდნელად დაესხა თავს.
ინფორმაციისთვის, თეთრი სახლის ლიდერმა ჯო ბაიდენმა გასულ კვირას განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაღუპულების რაოდენობის შესახებ, საეჭვოა.