თეგებით ძიება

ისრაელის მთავრობა მოუწოდებს მოქალაქეებს, უცხო ქვეყნებში მოგზაურობისას ეროვნული იდენტობის გარეგნული დემონსტრირებისგან თავი შეიკავონ

ისრაელის მთავრობა მოუწოდებს მოქალაქეებს, უცხო ქვეყნებში მოგზაურობისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და თავი შეიკავონ საკუთარი ეროვნული იდენტობის გარეგნული დემონსტრირებისგან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ოფისისა და საგარეო საქმეთა სამინსიტროს ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„ისრაელის საელჩოები, აეროპორტები, სადაც ისრაელიდან რეისები ხორციელდება, ისევე როგორც ებრაული სატვისტომოები და რელიგიური დაწესებულებები ანტისემიტური ხასიათის თავდასხმებისთვის მთავარი სამიზნეებია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ისრაელის მთავრობა ასევე მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ როგორც მეზობელ ქვეყნებში, ასევე ირანის მოსაზღვრე ქვეყნებში მოგზაურობისგან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა