თეგებით ძიება

არასრულწლოვნებზე სავარაუდო ძალადობა გორში - შსს-მ გამოძიება დაიწყო

არასრულწლოვანებზე სავარაუდო ძალადობის მორიგი ფაქტი შიდა ქართლში - რეგიონის ერთ-ერთ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში მოზარდები ძალადობასა და დამამცირებელ მოპყრობაზე ალაპარაკდნენ.

თავში ხელის წამორტყმა, ყურის აწევა, დამამცირებელი სიტყვებით მიმართვა - არასრულწლოვანები ამბობენ, რომ მათი ყოველდღიურობა ასეთია და მათზე პედაგოგების ერთი ნაწილი ძალადობს. 

აღნიშნულზე პოლიცია ინფორმირებულია და სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, რამდენად რეალურია მძიმე ჩვენებები, რომელიც ბავშვებმა მათი აღმზრდელების წინააღმდეგ მისცეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, უკვე გამოჰკითხეს სავარაუდო მოძალადეებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით, "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი ბავშვთა სახლშიც იმყოფებოდა, თუმცა იქ მყოფებმა ჩვენი შეკითხვები ნაწილობრივ უპასუხოდ დატოვეს და კარი დაგვიხურეს. დილიდან უპასუხოდ ტოვებს ჩვენს ზარებს ბავშვთა სახლის დირექტორიც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა