თამაზ გინტურის დაცხრილული მანქანა - ნახეთ ფოტო
საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ჯგუფურად მოკლული თამაზ გინტურის დაცხრილული ავტომობილის ფოტოებს “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერი დავით ქაცარავა ავრცელებს.
58 წლის კაცის კუთვნილი მანქანა ისევ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. ფოტოზე ჩანს, რომ ავტომობილი დაცხრილულია. რუსმა საოკუპაციო ძალებმა თამაზ გინტურსა და ლევან დოთიაშვილს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა ისინი ტერიტორიის დატოვებას ცდილობდნენ.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ტყვია საბურავს ესროლეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს თავს დასხმოდნენ და ჯგუფურად გასწორებოდნენ. საბოლოოდ, გინტურს რუსმა ოკუპანტებმა 2 სასიკვდილო ტყვია ზურგში ესროლეს.