თეგებით ძიება

Politico: ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს

ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს, - ამის შესახებ ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გამოცემა Politico იტყობინება.

 

მათივე თქმით, რამდენიმე საკითხზე, მათ შორის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისია გუშინ გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე შეთანხმდა.

 

რაც შეეხება მოლდოვასა და უკრაინას, Politico-ს ინფორმაციით, ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, რომ კიშინიოვსა და კიევთან ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყოს იმ პირობით, რომ ორივე ქვეყანა კანონის უზენაესობის მიმართულებით რეფორმებს გაატარებს.

 

გამოცემის წყაროების ცნობით, ევროკომისია ჯერჯერობით ვერ შეთანხმდა იმაზე, დაიწყოს თუ არა მოლაპარაკებები ბოსნიასა და ჰერცეგოვინასთან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა