თეგებით ძიება

3 მარტივი სავარჯიშო ბავშვის ხერხემლის გასამაგრებლად

თანამედროვე ბავშვებს უკვე პირველი კლასიდან ეწყებათ ზურგთან დაკავშირებული პრობლემები თანამედროვე ბავშვებს უკვე პირველი კლასიდან ეწყებათ ზურგთან დაკავშირებული პრობლემები. სინამდვილეში სკოლა, ურალოდ, აღრმავებს და თვალსაჩინოს ხდის პრობლემას, რომელიც ადრეულ ასაკში დაიწყო. რაც მალე დაიწყებთ პროფილაქტიკური ზომების გატარებას, მით უკეთესი იქნება ბავშვისთვის.

სკოლისთვის მხოლოდ ასოებისა და ციფრების ცოდნაში კი არ უნდა ავარჯიშოთ, არამედ ზურგის სწორად დაჭერაშიც.

გთავაზობთ 3 უმარტივეს სავარჯიშოს ბავშვის ხერხემლისთვის. გაითვალისწინეთ, ეს მხოლოდ პროფილაქტიკაა. პრობლემის არსებობის შემთხვევაში კი ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია.

1. ბავშვებს ძალიან უყვართ ცეკვა. ეს გატაცება შეგიძლიათ კარგად გამოიყენოთ ბავშვის ხერხემლის გასამაგრებლად. კარგი მოცეკვავე ხომ მასისგან სწორედ ლამაზი ზურგითა და ტანადობით გამოირჩევა. ჰოდა, აიღეთ მათგან მაგალითი.

ჯერ ყველაზე მარტივი საცეკვაო მოძრაობებით დაიწყეთ, მაგალითად ტვისტით. დააყენეთ ბავშვი პირსახოცზე და სთხოვეთ ასწიოს ცალი ფეხი თითის წვერზე, რომელსაც ხან მარცხნივ აქანევებს, ხან მარჯვნივ. შემდეგ - მეორე ფეხი. მერე - ორივე ერთად.

2. პატარას, რომელიც ოთხზე დაბობღავს, ეს ვარჯიში ძალიან გაამხიარულებს. უფროსებს - მით უმეტეს. ამოცანა ასეთია: ბავშვი ფრთხილად უნდა გაძვრეს ჯერ ერთი სკამის ქვეშ, მერე - მეორის. თანდათან ამ სკამებისგან ნამდვილი მატარებელი უნდა გაკეთდეს და ბავშვიც ყველა მათგანის ქვეშ უნდა გაძვრეს.

თუ სკამის სიგანე და სხეულის გარშემოწერილობა ამის საშუალებას გაძლევთ, შეგიძლიათ ბავშვთან ერთად იძრომიალოთ.

3. ამ სავარჯიშოსთვის ერთი ბუშტიც საკმარისია. სამაგიეროდ, შესანიშნავი ეფექტი აქვს. ეს ვარჯიში ზურგისა და მხრების კუნთებისთვის ძალიან სასარგებლოა.

ბავშვები (ან ბავშვი და უფროსი) იატაკზე მუცლით წვებიან. ხელში იკავებენ ბუშტს და ართმანეთში ცვლიან. ან ერთი ბავშვის გვერდით გაამწკრივეთ სათამაშოები (შეარჩიეთ მსუბუქი და კომპაქტური ნივთები), რომლებსაც ბავშვი მეორეს მიაწვდის. თამაში მაშინ დამთავრდება, როცა ყველა სათამაშო მეორე ბავშვის გვერდით გადაინაცვლებს.

წყარო : mshoblebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა