COVID 19-ის ახალი ვარიანტი „ნიმბუსი“ მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში დადასტურდა
COVID 19-ის ახალი ვარიანტი, სახელწოდებით „ნიმბუსი“, კვლავ ვრცელდება მთელ მსოფლიოში. ის უკვე 20-ზე მეტ ქვეყანაშია აღმოჩენილი, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას IFLScience ავრცელებს.
„ნიმბუსის“ სიმპტომების უმეტესობა მისი წინამორბედების სიმპტომების იდენტურია, თუმცა მას ერთი თავისებურება აქვს.
ახალი ვარიანტის სიმპტომები დამოკიდებულია ვაქცინაციის სტატუსზე.
COVID 19-ის ახალი ვარიანტის ოფიციალური სახელწოდებაა NB.1.8.1. „ომიკრონების ოჯახის“ ნაწილია. შესაბამისად, მისი სიმპტომები სხვებისგან დიდად არ განსხვავდება.
„ნიმბუსი“ იწვევს 👇
ხველას
ცხვირის შეგუბებას
თავის ტკივილზე
დაღლილობაზე
ყელის ტკივილზე
ცხელება (ზოგიერთ შემთხვევაში);
კუჭ-ნაწლავის პრობლემებს, როგორიცაა გულისრევა და დიარეა.
„არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ Nimbus-ი, შესაძლოა, უფრო ადვილად გავრცელდეს, ვიდრე წინა ვარიანტები“, - განაცხადა ავსტრალიის უნივერსიტეტის ვირუსოლოგმა ლარა ჰერერომ და დასძინა, რომ „არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ის უფრო მძიმე დაავადებას გამოიწვევს“.