თეგებით ძიება

"დედამიწამ ვერ აიტანა ობოლი გოგოს ბედნიერება და ზეცად გაუშვა" - გარდაცვლილი ფეხმძიმე გოგოს ბავშვიც ვერ გადაარჩინეს

"ემიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე გარდაცვლილი ორსულის, აბა ბექაიას შესახებ მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"დაკრძალვა დღეს, გამოსვენება ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან 15:00 საათზე. ამინდიც კი ტირის.

გაფრინდა ოჯახის სულის, სისხლის, გულის, ხორცის ნაწილი.

გაფრინდა თავის მამიკოსთან მამა მარკოზთან, და თავის უნახავ ანგელოზთან ერთად.

მადლობა ყველას ამ ოჯახის თანაგრძნობისთვის.

ყველას მშვიდობა მოგცეთ უფალმა.

დედამიწამ ვერ აიტანა ობოლი გოგოს ბედნიერება და ზეცად გაუშვა.

დღეიდან მათი გამწარებული ოჯახის წევრები ზეცაში დაუწყებენ ცქერას ანუკის და მის ანგელოზს.

აბა ეს სამართალია?....ურმით დადისო  აქ რა ხდება უფალო? ანას დაბადებისდღეზე ამხელა ტრაგედია დატრიალდა ნამდვილი კოშმარია ის რაც მოხდა...ამ დროს რა უნდა დაწერო. ამაზე საცოდაობა არსებობს კიდევ რამე?

ამ  ბოლო დღეების განმავლობაში ბათუმში რამდენი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს? ნეტავ....

8 თვის ორსული  22 წლის ანა ბექაია.

ღმერთმა ნათელში გამყოფოს , იქ სადაც მართალნი და შენნაირი კარგი ადამიანები განისვენებენ", - წერს შოთო სიხარულიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა