თეგებით ძიება

„გამოკითხულთა 73% თვლის, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის დარეგისტრირების ან ქონების შეძენის უფლება არ უნდა ჰქონდეთ“ - რომან გოცირიძე

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 

კვლევის ფარგლებში მოქალაქეებს რუსეთთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვეს.

ჩამოთვლილთაგან რისი უფლება უნდა ჰქონდეთ რუსეთის მოქალაქეებს? - შემოვიდნენ საქართველოში უვიზოდ (18% ემხრობა), დაარეგისტრირონ ბიზნესი (7% მომხრე), შეიძინონ ქონება (7% მომხრე).

გამოკითხულთა 73% თვლის, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის დარეგისტრირების ან ქონების შეძენის უფლება არ უნდა ჰქონდეთ. აღსანიშნავია, რომ 18-35 წლის რესპონდენტებში ეს მაჩვენებელი 83% იყო.

აი, რის გამო ბლოკავს მეექვსე თვეა “ქართული ოცნება” პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის ,,ევროოპტიმისტების’’ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტების განხილვას, რომელიც დროებით კრძალავს  რუსეთის მოქალაქეებისათვის უძრავი ქონების შეძენას და ზღუდავს საინვესტიციო ბინადრობის უფლებას. არ უნდათ, რომ კომიტეტებზე და პლენარულ სხდომებზე ჩვენი ინიციატივების შესახებ შეიტყოს საზოგადოებამ - წერს რომან გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა