ჩვენ ვამბობდით, რომ ნახევარი სიმართლეების დრო არ არის, ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული მმართველობა არის ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა - პაატა მანჯგალაძე
ჩვენ ვამბობდით, რომ ნახევარი სიმართლეების დრო არ არის - პრეზიდენტს პროგრესი აქვს ამ მიმართულებით, ალილუა! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.
მანჯგალაძის განცხადებით, ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა ქვეყნის მთავარი გამოწვევაა.
„კარგია, პროგრესი აქვს პრეზიდენტს ამ მიმართულებით, ალილუია! ჩვენ ვამბობდით, რომ ნახევარსიმართლეების დრო არ არის, ამას ნიშნისმოგებით არ ვსაუბრობ ნამდვილად, ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული მმართველობა არის ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა და პრობლემა. ივანიშვილი მხოლოდ ოლიგარქი არ არის, ის არის ამ ქვეყნის ფაქტობრივი, არაფორმალური მმართველი, ძალაუფლება მიტაცებული აქვს მას. ჩვენი მიზანი არჩევნებზე უნდა იყოს ის, რომ ძალაუფლება დაუბრუნდეს ხალხს და შევქმნათ ისეთი მექანიზმები, რომ ვერასდროს ვერც ერთმა ადამიანმა ვერ შეძლოს ძალაუფლების მიტაცება”, - განაცხადა მანჯგალაძემ.