ძლიერი ნალექი, ქარბუქი და მეწყრული პროცესების გააქტიურების საფრთხე - 20-22 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 20-22 ნოემბერს ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი და არსებობს მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურების საფრთხე.
„20 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშრიების, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვაია ინფორმაციაში.
მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროც.
„გაცნობებთ, რომ 20-22 ნოემბერს საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესება და ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“, - ნათქვამია შსს-ს მოკლეტექსტურ შეტყობინებაში.