თეგებით ძიება

"ღამე იყო, ამ დროს ერთს მეორე მამაკაცი დათვი ჰგონებია და თავდაცვის მიზნით თოფი ესროლა" - რას ამბობენ ადგილობრივები ქარელში მომხდარ მკვლელობაზე?

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში მამაკაცი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ „მოზაიკა“ ავრცელებს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მეზობლები სათევზაოდ იყვნენ წასულები, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა იარაღიდან ისროლა. მათი თქმით, კაცმა თავდაცვის მიზნით გაისროლა, რადგან მეორე კაცი დათვი ეგონა.

"ღამე იყო, ამ დროს ერთს მეორე მამაკაცი დათვი ჰგონებია და თავდაცვის მიზნით თოფი ესროლა", - ამბობენ ადგილობრივები.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე დაკავებული ამავე სოფლის მცხოვრები 50 წელს გადაცილებული კაცია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა