თეგებით ძიება
24. 11. 2023 მსოფლიო

„ჰამასის“ განცხადებით, ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობამ 14 800-ს გადააჭარბა

7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმებს 14 854 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 322 გასულ დღეს დაიღუპა. ამის შესახებ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

მათივე ცნობით, ამ პერიოდში დაახლოებით 36 000 პალესტინელი დაიჭრა, ხოლო 7000 ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა