თეგებით ძიება
28. 11. 2023 მსოფლიო

ბულგარეთმა დაადასტურა, რომ სერგეი ლავროვის თვითმფრინავს გადაფრენის ნებართვა მისცა

ბულგარეთმა დაადასტურა, რომ სერგეი ლავროვის თვითმფრინავს გადაფრენის ნებართვა მისცა. როგორც ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების თხოვნით არის მიღებული.

„ჩრდილოეთ მაკედონიამ, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანამ და სკოპიეში დაგეგმილი ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე შეხვედრის ორგანიზატორმა, გვთხოვა, გაგვეცა ნებართვა შეხვედრის მონაწილე დელეგაციების ფრენებისთვის. ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასცა ნებართვა, განხორციელდეს რუსეთის დელეგაციის რეისი. ნებართვა დროებითია და ძალაში შევა რეისამდე 3 საათით ადრე და იმოქმედებს კიდევ 72 საათის განმავლობაში.

ნებართვა ეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მონაწილეობას და არ ვრცელდება მისი დელეგაციის წევრებზე, რომლებიც ასევე არიან ევროკავშირის სასანქციო სიაში“, - აღნიშნულია ბულგარეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე შეხვედრა 29 ნოემბერი-1 დეკემბრის პერიოდში გაიმართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა