თეგებით ძიება
28. 11. 2023 მსოფლიო

The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი 30 იანვრამდე პატიმრობაში მოსკოვის სასამართლომ დატოვა

მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებული The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი პატიმრობაში კიდევ 2 თვით, 30 იანვრამდე დატოვა.

სასამართლოს სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა, ვინაიდან საქმის მასალები გასაიდუმლოებულია.

The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი 30 მარტს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს.

ევან გერშკოვიჩს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამერიკული მხარე მას „უკანონოდ დაკავებულად“ მიიჩნევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაშინგტონი პატიმრების გაცვლის გზით მის სამშობლოში დაბრუნებას შეეცდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა