თეგებით ძიება

"ბევრჯერ გამილახავს ადამიანი და შემდეგ ცრემლები წამომსვლია... ოთხჯერ ვიყავი დაქორწინებული და ყველა მეუღლე ჩემი მეგობარია" - გიორგი გურგულია

მსა­ხი­ობ­მა, გი­ორ­გი გურ­გუ­ლი­ამ გა­და­ცე­მა „დღის პოს­ტში“ ქორ­წი­ნე­ბა­სა და ქა­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე ისა­უბ­რა. მისი თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქა­ლის გვერ­დით ძლი­ე­რი მა­მა­კა­ცი იდ­გეს, რათა თავს ის და­ცუ­ლად გრძნობ­დეს. თა­ვად ოთხჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა ყვე­ლა ქორ­წი­ნე­ბა დას­რულ­და...

გი­ორ­გი გურ­გუ­ლია:

- მშვი­დი ბავ­შვი არ ვყო­ფილ­ვარ, და მყავ­და, ასე­ვე გო­გო­ნე­ბი ნა­თე­სა­ვე­ბი და ბავ­შვო­ბი­დან მო­ვირ­გე მათი დამ­ცვე­ლის როლი. უცოდ­ვე­ლი არ ვარ, შე­იძ­ლე­ბა დიდი მი­ზე­ზი არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ გა­მი­ლა­ხავს ადა­მი­ა­ნი. მერე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ნა­ნობ, თუ უსა­მარ­თლოდ ადა­მი­ანს მო­ექ­ცე­ვი. ბევ­რჯერ გა­მი­ლა­ხავს ადა­მი­ა­ნი და შემ­დეგ ცრემ­ლე­ბი წა­მომ­სვლია. რა­ღაც­ნა­ი­რად გული მტკე­ნია, არ მინ­დო­და ვი­ღა­ცის­თვის ტკი­ვი­ლი მი­მე­ყე­ნე­ბი­ნა. ვნა­ნობ, რა თქმა უნდა, ცხო­ვე­ლი ხომ არ ხარ ადა­მი­ა­ნი.

მოს­წონ­დათ გო­გო­ნებს ასე­თი ბიჭი, როცა იცი­ან, რომ მის გვერ­დით ძლი­ე­რი მა­მა­კა­ცია, გვერ­დზე რომ დგას, უკვე და­ცუ­ლი ხარ, იცის, რომ კა­ცია. ბი­ჭე­ბი ატა­რეთ სპორტზე აუ­ცი­ლებ­ლად.

ოთხჯერ ვი­ყა­ვი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, ოთხი შვი­ლი მყავს. ათი წელი მყავ­და ერთი ცოლი, მე­ო­რეც - ათი, მე­სა­მე - შვი­დი და მე­ო­თხე - ხუთი წელი. ჩვენ ყვე­ლა მე­გობ­რე­ბი ვართ, ყვე­ლა მე­უღ­ლე ჩემი მე­გო­ბა­რია. ღმერ­თმა არ გა­უ­ჭირ­ვოთ და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ გვერ­დში და­ვუდ­გე. ის სიყ­ვა­რუ­ლის დიდი ნა­წი­ლი რჩე­ბა, რაც შემ­დეგ პა­ტი­ვის­ცე­მა­ში გა­და­დის.

ჩემი თა­ო­ბა იმ პე­რი­ოდ­ში მოხ­და, რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბო­და, სულ ცვლი­ლე­ბებ­ში ვართ. ათი წელი არ გვქო­ნია ქვე­ყა­ნა­ში სტა­ბი­ლუ­რი, სამ­ყა­რო იც­ვლე­ბა, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი შე­მო­დის. ამ დროს ძნე­ლია აჰ­ყვე ცხოვ­რე­ბის ტემპს. მთა­ვა­რია, ადა­მი­ა­ნი იყო ბედ­ნი­ე­რი და სამ­ყა­რო გიყ­ვარ­დეს, რომ იღ­ვი­ძებ, გი­ხა­რო­დეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა