"ზუკა იყო გამორჩეულად თბილი და ყურადღებიანი ადამიანი" - წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
"ვუსამძიმრებთ SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ტრაგიკულად დაღუპული სტუდენტის, ზუკა გოგიაშვილის ოჯახს. ზუკა იყო გამორჩეულად თბილი და ყურადღებიანი ადამიანი.
ის სწავლის პარალელურად აქტიურად იყო ჩართული სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში, სადაც სხვადასხვა წლებში იყო ვიცე პრეზიდენტი და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი,“ - წერია უნივერსიტეტის სამძიმრის წერილში.