თეგებით ძიება

წალკაში ნაჯახით მოკლული ქალის ვინაობა ცნობილია - ნახეთ, რას ჰყვებიან მეზობლები (ვიდეო)

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედიანში მცხოვრები 53 წლის ეკა გულაშვილი თანასოფლელმა მამაკაცმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ქალს სხეულზე ნაჯახით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. მოკლულის ცხედარი მეზობლებმა დილით კორპუსის ეზოსთან იპოვეს.

ბრალდებული წალკის ფსიქიატრიული კლინიკის ადმინისტრატორი 47 წლის ვოსკან ვოსკანიანია. ამავე კლინიკაში მუშაობდა ეკა გულაშვილი. კონფლიქტის მოტივად პირადი უთანხმოება სახელდება, რასაც წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება.

ცხედარი ამ დრომდე ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, თუმცა კონფლიქტის მოტივზე საუბარი უჭირთ.

ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ის მარნეულში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი, სადაც ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.

სასამართლო დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 47 წლის მამაკაცს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა