„ვარ მახინჯი, დიდი ცხვირი მაქვს, დაღრეცილი ტუჩი, ცოტა ხნის წინ მუცელიც მომეშალა“ - ნუკი კოშკელიშვილი გამომწერებს მიმართავს
ყოფილი მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი მიმართავს სოციალური ქსელის იმ მომხმარებლებს, რომლებიც ნეგატიური შინაარსის კომენტარებს უწერენ.
"არ მჩვევია პოსტების გამოხმაურება, მაგრამ მომინდა. წინა პოსტზე ვიღაცებმა დამიწერეს, რომ ვარ მახინჯი. როცა ადამიანი მახინჯია, ასე თქმა არ შეიძლება, უზრდელობაა. ვარ მახინჯი, მეტსაც გეტყვით დიდი ცხვირი მაქვს, დაღრეცილი ტუჩი, დაბადებიდან მაქვს კუნთის დისტროფია, მაქვს თხელი თმა, ვცხოვრობ ჩვეულებრივ, ანგრეულ ბინაში, ახლა, სულ ცოტა ხნის წინ მუცელიც მომეშალა, ჩემმა შვილმა ლაპარაკი დაიწყო 4 წლის ასაკში, ალბათ, დედადაც არ ვარგივარ, რაც შეეხება ამ კომენტარებს, თუ ამან თქვენ ბედნიერება მოგანიჭათ, მიხარია. წარმატებებს გისურვებთ, მე შევხედე ყველას პროფილს და ძალიან ლამაზები იყავით ყველანი, ყოველ შემთხვევაში ჩემს თვალში.
კიდევ იყო რამდენიმე, რომელმაც დაწერა, რომ ამდენი ხანია ამერიკაში ხარ და ვერაფერს მიაღწიეო. აბსოლუტურად მართალი ხართ: ვერაფერს მივაღწიე. ა, კიდევ დამავიწყდა: უკანალი მაქვს ძალიან დიდი და ფეხები მსუქანი, არ ვიცი რა ვქნა, რომელ წყალში გადავვარდე, ყოველგვარი სარკაზმის გარეშე. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს", - ამბობს ნუკი.