საქართველო, შესაძლოა, რუსეთის მეგობრული ტურისტული ქვეყნების სიას დაემატოს - რუსული მედია
საქართველო, შესაძლოა, რუსეთის მეგობრული ტურისტული ქვეყნების სიას დაემატოს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის სახელმწიფო დუმაში კანონპროექტი შევიდა, რომელიც „დსთ“-ს რიგი სახელმწიფოების მიმართულებებით მომუშავე ტუროპერატორებისთვის ფინანსური წახალისების შემოღებას ითვალისწინებს.
ტურისტული პორტალები TourDom.ru და Profi.Travel ირწმუნებიან, რომ მეგობრული ქვეყნების სია რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან უკვე შეთანხმებულია და მასში „დსთ“-ს წევრ ქვეყნებთან ერთად საქართველოც შედის. ასევე, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ თვითგამოცხადებული რესპუბლიკები.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მეგობრული ტურისტული ქვეყნების სიას რუსეთის მთავრობა დაამტკიცებს.
სავარაუდოდ, კანონი ძალაში 2024 წლის 1-ელ აპრილს შევა.