თეგებით ძიება

ევროპული საბჭო მიიღებს ნამდვილად ევროპულ გადაწყვეტილებას, ეს გულისხმობს იმას, რომ გადაწყვეტილება დაფუძნებული უნდა იყოს დამსახურებაზე - შალვა პაპუაშვილი

გვაქვს ევროკომისიის პოზიტიური დასკვნა და ჩვენი მოლოდინია, რომ ევროპული საბჭოც მიჰყვება ამ დასკვნას, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინისა და მოლდოვას მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს. 

მან ასევე უკრაინის მიმართ უნგრეთის პოზიციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს არცერთ ქვეყანას, რომ მიიღოს დამსახურებული გადაწყვეტილება:

"გვაქვს ევროკომისიის პოზიტიური დასკვნა და ჩვენი მოლოდინია, რომ ევროპული საბჭოც მიჰყვება ამ დასკვნას როგორც საქართველოს, ასევე უკრაინისა და მოლდოვას მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ის მოლოდინები, რომლებიც ხალხს აქვს, გამართლდეს. საქართველო შარშან უსამართლოდ დაიჩაგრა და ის ცალკე იქნა განხილული. ევროპული საბჭო მიიღებს ნამდვილად ევროპულ გადაწყვეტილებას, ხოლო ეს გულისხმობს იმას, რომ გადაწყვეტილება დაფუძნებული უნდა იყოს დამსახურებაზე.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ შესაძლოა რომელიმე ქვეყანამ ევროკავშირში, იმის გამო, რომ უნგრეთს შესაძლოა ჰქონდეს კრიტიკული დამოკიდებულება რაღაც საკითხის მიმართ, ამის საპასუხოდ საქართველოს საკითხი დაბლოკონ, მე არ ვიცი რა წარმოდგენა აქვს ამ პოზიციას ევროპაზე და ევროპულ ღირებულებებზე.

ჩვენი და ევროკავშირის საერთო ევროპული ღირებულება ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდე სხვის ჯინაზე. ეს კამათი, რომელიც ევროკავშირში არის, არ არის ახალი დისკუსია, თუმცა ამან ხელი არ უნდა შეუშალოს არცერთ ქვეყანას, რომ მიიღოს დამსახურებული გადაწყვეტილება. საქართველო არ უნდა იყოს იმ პოლიტიკური დისკუსიის მძევალი, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ქვეყანაში არსებობდეს,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა