თეგებით ძიება

მე ოპტიმისტურად ვუყურებ ევროპული საბჭოს 14-15 დეკემბრის შეხვედრას - შალვა პაპუაშვილი

მე ოპტიმისტურად ვუყურებ ევროპული საბჭოს 14-15 დეკემბრის შეხვედრას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ჭეშმარიტად ევროპული გადაწყვეტილება, რომელიც დაფუძნებული იქნება დამსახურებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს მთავარი დოკუმენტი – ეს არის ევროკომისიის დასკვნა, რომელიც არის პოზიტიური, რომელიც რეკომენდაციაც არის კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე და ვერ ვხედავ რაიმე შემაფერხებელ გარემოებას, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება იყოს სხვა, გარდა იმისა, რომ მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა