თეგებით ძიება

9 წლის ბიჭი, რომელსაც საზოგადოება ეხმარებოდა, გარდაიცვალა - გურჯაანში, 22 დეკემბერს დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა

9 წლის გურჯაანელი ბიჭი, რომელსაც საზოგადოება ეხმარებოდა, გარდაიცვალა.

ნიკა ქაჩლიშვილს აპლასტიური ანემიის დიაგნოზი ჰქონდა დასმული და საოპერაციოდ, თურქეთის კლინიკაში იყო გადაყვანილი.

მოზარდის დასახმარებლად, უკვე ერთი თვეა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის აქტივობები მიმდინარეობდა, თუმცა საზოგადოების მხარდაჭერის მიუხედავად, ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ნიკა ქაჩლიშვილის გარდაცვალების გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, 22 დეკემბერს დაგეგმილი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიებები გააუქმა.

ღონისძიებების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, ცოტა ხნის წინ, მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა