თეგებით ძიება
21. 12. 2023 მსოფლიო

სად ხდება დიდი მიწისძვრების 80 % ?

მიწისძვრა ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც გარდა იმისა, რომ ქალაქებსა და სოფლებს ანადგურებს, მას ასევე შეუძლიამ ისეთი არანაკლებ დამანგრეველი შედეგები გამოიწვიოს, როგორიც ცუნამი ან ვულკანური ამოფრქვევაა. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე დამანგრეველმა მიწისძვრებმა არაერთი ცივილიზაცია გაანადგურეს და ეს საფრთხე დღესაც არ გამქრალა. 

საინტერესო ფაქტები მიწისძვრის შესახებ:

1. ინკების არქიტექტურული ნაგებობები სეისმური აქტივობის მიმართ წარმოუდგენლად მდგრადი იყო. ინკების შექმნილმა ქვების მშრალმა წყობამ შეიძლება უდიდეს მიწისძვრას გაუძლოს.

2. მას შემდეგ, რაც მიწისძვრების მონიტორინგი მიმდინარეობს, ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 1960 წელს ჩილეში მოხდა. მისი სიმძლავრე იყო 9,5 რიხტერის შკალით და მან წარმოქმნა ცუნამის ტალღა, რომლის სიგრძემ 10 ათას კილომეტრს მიაღწია!

3. იაპონიაში ყოველწლიურად, დაახლოებით, 1500 მიწისძვრა ხდება. დაახლოებით, იგივე რაოდენობაა ჩილეშიც.

4. დიდი მიწისძვრების, დაახლოებით, 80 პროცენტი „ცეცხლის რგოლის“ სიახლოვეს ხდება - ეს არის წყნარ ოკეანეში ნალის ფორმის რეგიონი, სადაც უამრავი ტექტონიკური ფილა იყრის თავს (იხ. მთავარ ფოტოზე)

მიწისძვრების სიძლიერის მიხედვით მეორე ადგილზეა „ხმელთაშუა ზღვის ნაოჭა სარტყელი“, რომელიც, მათ შორის, მოიცავს თურქეთს.

5. დედამიწის გარდა, მიწისძვრები მთვარეზეც ხდება და მას მთვარისძვრა ჰქვია. მთვარის ბიძგები ჩვეულებრივ უფრო სუსტია, ვიდრე მიწისძვრები.

6. 1985 წელს, მეხიკოში 8.0 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დანგრეულ სამშობიაროში საკვებისა და წყლის გარეშე დარჩენილი თითქმის ყველა ახალშობილი გადარჩა.

7. 1811 წლის 16 დეკემბერს მიწისძვრამ მდინარე მისისიპის ზოგ ნაწილში ხანმოკლე საპირისპირო დინება გამოიწვია.

8. იაპონიის 2011 წლის მიწისძვრამ დედამიწის ბრუნვა დააჩქარა და დღე 1,8 მიკროწამით შეამცირა.

9. ნეპალში 2015 წლის მიწისძვრის შემდეგ ევერესტის სიმაღლე 2,5 სმ-ით შემცირდა.

10. მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 500 000 მიწისძვრა ხდება. მათგან დაახლოებით 100 000 იგრძნობა, ხოლო აქედან 100 გარკვეულ ზიანს გვაყენებს.

11. მიწისძვრის წინ წყალსაცავებსა და წყლის არხებში შესაძლოა უჩვეულო სუნი გავრცელდეს, რაც მიწისქვეშა აირების გამოყოფითაა გამოწვეული. ამ დროს ასევე იზრდება მიწისქვეშა წყლების ტემპერატურა.

12. პირველი სეისმოგრაფი ჩინეთში გამოიგონეს თითქმის ორი ათასი წლის წინათ.

13. დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში უფრო მეტი მიწისძვრა ხდება, ვიდრე სამხრეთ ნახევარსფეროში.

14. ვირთხებს შეუძლიათ წინასწარ იგრძნონ მიწისძვრის საფრთხე.

15. მიწისძვრა, საშუალოდ, 1 წუთს გრძელდება.

16. აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის 1201 წლის მიწისძვრა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი იყო. მიწისძვრამ 1 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

17. 2004 წლის ინდოეთის ოკეანეში მომხდარი მიწისძვრა თითქმის 10 წუთი გაგრძელდა და ის ყველაზე ხანგრძლივ მიწისძვრად ითვლება.

18. როგორც წესი, მიწისძვრებს გეოლოგიური პროცესები იწვევს, თუმცა შესაძლებელია, გამომწვევი მიზეზი ასევე მეწყერი, ბირთვული იარაღის გამოცდა და ვულკანური აქტივობა გახდეს.

წყარო : funtime


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა