თეგებით ძიება

ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თვითმხილველის ინფორმაციით, ერთმანეთის ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა , სამი კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა