"ძალიან განვიცადე ნანას გარდაცვალება... ძალიან ბევრი ვიტირე, მე ის დედასავით მყავდა“ - რას წერს თაია ჭიჭინაძე?
"პრიამ ჰაუსში“ განვითარებული მოვლენების შემდეგ, თაია ჭიჭინაძე მიმართვას ავრცელებს.
„რაც ამ პროექტში შევედი ნუ ცდილობთ ჩემზე ხელების შემშრალებას,არა მანამდეც ჩემზე იმშრალებდით ნამდვილად მაგრამ მორჩეს!
1. ის რომ ჩემი მეგობრები, მისული იყვნენ პანაშვიდზე, გაიზიარეს ადამიანის მწუხარება, ეს ნიშნავს იმას, რომ უყვარდათ ნიკას დედა და ჰო ეს ადამიანები ჩემამდე იცნობდნენ ნიკას... მეც ძალიან განვიცადე ნანას გარდაცვალება და ძალიან ბევრი ვიტირე, მე ის დედასავით მყავდა და ეს ნორმალურია, მაგრამ ნუ მლინკავთ, რომ ამით შესაძლოა, ნიკასთან კარგი ურთიერთობა მქონდეს..
2. მე ძალიან ბევრს ვმუშაობ ჩემს თავთან რომ ადამიანს ადამიანურად ვაპატიო და ცხოვრება ისე გავაგრძელო ,მაგრამ ეს ჯერ ვერ მოვახერხე ამის საშუალებას ჩემი ტრამვები არ მაძლევს,ამიტომაც მე ვერ მექნება ნიკასთან ჩვეულებრივი საუბარი და მოკითხვა...
3.მე 2 თვის მანძილზე არ მქონდა საშუალება ნორმალურად დრო გამეტარებინა მეგობრებთან ერთად და სწორედ მათი ხათრით არ ავდექი და არ დავტოვე ის ბარი სადაც შემთხევით ისინი მოვიდნენ..მე არ დამინახავს არცერთი და საპირფარეშოშიც ისე დავარტყი კრუგი გასასვლელად რომ კვეთა არ მქონდა..
4. მე კარგად ვარ და ამ თემაზე საუბარს აღარ ვაპირებ, ახლა უმთავრესი ჩემი ჯანმრთელობაა, რომელსაც უნდა მივხედო... ბევრი სტრესი გამოვიარე ეს ბოლო პერიოდი და დასვენება მჭირდება... ჩემი თხოვნაა, აღარ ახსენოთ ჩემი სახელი იმ ორ ადამიანთან ერთად, აღარ მინდა ვისაუბრო მათზე, მინდა, რომ საკუთარი ბედნიერება ვაშენო და საკუთარ თავზე ვიყო მოტივირებული...
მადლობა თქვენ თანადგომისთვის, გაზიარებისთვის, გპირდებით, მალე დაუბრუნდები აქტიურად სოციალურ ქსელებს...“ - წერს თაია ჭიჭინაძე.