თეგებით ძიება

რა გავლენა აქვს ტექნოლოგიებს შინაურ ცხოველებზე ?

ეს ზუსტად ის კითხვაა, რომელსაც ახლა ცხოველების მეურვეები კი არა, მეცნიერები სვამენ. ტექნოლოგიები მხოლოდ ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილიც აღარ არის. აქვეა შინაური ცხოველებიც, რომლებსაც, თავისდაუნებურად, საკუთარი ურთიერთობები ჩამოუყალიბდათ — ძაღლებს მიკროჩიპები აქვთ და მათ სახლის რობოტები აკვირდებიან… სოფლის მეურნეობაშიც კი Fitbit-ის მოწყობილობებს იყენებენ, რათა საქონლის ჯანმრთელობას ადევნონ თვალი… ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მართალია, ეს ყველაფერი  მათზე „ზრუნვისთვის“ შეიქმნა, მაგრამ ზუსტად ისეთივე საზიანოა ტექნოლოგიები ცხოველებისთვის, როგორც ადამიანებისთვის.

ამგვარად, მეცნიერებაში ახალი დარგი ჩამოყალიბდა, რომელსაც ცხოველისა და კომპიუტერის ინტერაქციას უწოდებენ — „ეს დარგი ცდილობს, გაიაზროს თუ, როგორია არსებული ინტერფეისები ცხოველებისთვის. იმის გამო, რომ ცხოველებსა და ჩვენ განსხვავებული კომუნიკაციის უნარები გვაქვს, ეს მათთვის კომპიუტერების მიღებას რთულ გამოწვევად აქცევს“.

ამ ეტაპისთვის მეცნიერები იმ კვლევებზე არიან ფოკუსირებულნი, რომლებიც ცხოველებისთვის დამხმარე ტექნოლოგიების შექმნაში შეუწყობთ ხელს. ერთ-ერთ კვლევაში ძაღლის საყელოში მიკროჩიპის განთავსების საკითხი შეაფასეს, რომელიც „კბენის ალბათობის ალგორითმს“ შეიცავდა და ძაღლის სტრესული მდგომარეობის შეფასებაში გვეხმარებოდა. ასე იყო TamagoPhone-ის შემთხვევაშიც — ჩიტებისა და კვერცხების ხმებს გადასცემდა იმ იმედით, რომ გამოჩეკვის ალბათობას გაზრდიდნენ. 

მთავარი ფოკუსი იმ ტექნოლოგიური სისტემების შექმნაზეც კეთდება, რომლებიც ადამიანებსა და ცხოველებს ინტერაქციაში შეუწყობს ხელს. თუმცა ეს ყველაფერი არ გვაძლევს პრობლემებზე თავის არიდების საშუალებას. მაგალითისთვის დრონები ავიღოთ — YouTube-ზე კი უამრავი ვიდეოა, სადაც ძაღლები დრონებით ერთობიან, მაგრამ ტექნოლოგიას მათი დასტრესვა და დაზიანებაც შეუძლია. ეს არც უბრალო მოსაზრებაა, რადგან University of Haifa-ის Tech4Animals-ის კვლევამ დაადასტურა. 

პირდაპირ აცხადებენ, რომ ცხოველების სასიკეთოდ შექმნილმა ტექნოლოგიებმა შეიძლება, დააზიანოს ისინი. აქ რობოტი დანადგარები შეგვიძლია განვიხილოთ, რომლებიც საკვებს აწვდიან ცხოველებს ან თუნდაც ავტომატური ნაგვის ყუთები… შესაძლოა, მათ მოვლაში გვეხმარებოდეს, მაგრამ ეს ადამიანებისგან ნაკლებ ყურადღებას ნიშნავს, რაც ძაღლებში სტრესს იწვევს. ცხოველებისა და კომპიუტერების ურთიერთქმედება რეალურად განვითარებადმა ტექნოლოგიებმა კი უნდა გააუმჯობესოს, მაგრამ არც ასე ხდება — Waymo-ს ავტონომიური მანქანის პროგრამის გადაწყობა მოუწია, რათა მას ცხენები ამოეცნო…

აქედან გამომდინარე, ახლა კვლევებით იმის უკეთ გაგება სურთ, თუ რას გრძნობენ ცხოველები ტექნოლოგიებთან ურთიერთობისას. ფაქტია, ის, რაც ჩვენ სასიკეთოდ მიგვაჩნდა, რეალურად ასე არ მუშაობს… ხშირად იმასაც ვფიქრობთ, რომ ყველაფერი ვიცით ჩვენს შინაურ ცხოველებზე, მაგრამ ასეც არ ყოფილა საქმე.

წყარო : მკურნალი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა