სომხეთი-საქართველოს მატჩს რუმინელი არბიტრი განსჯის
უეფას ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრები სტუმრად სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება და უკვე ცნობილია მსაჯთა ბრიგადა.
მთავარი არბიტრი რუმინელი რადი პეტრესკუ იქნება, რომელსაც მისი თანამემამულეები რადუ გინგულეაცი და მირჩა გრიგორიუ დაეხმარებიან, მეოთხე არბიტრის ფუნქციას ანდრეი ჩივულეცე შეასრულებს. VAR-ის ოთახში კი, იტალიელები, ალეანდრო დი პაოლო და ფედერიკო ლა პენა იმუშავებენ.
42 წლის პეტრესკუმ ბოლოს 14 მარტს, კონფერენს ლიგაზე, „ჩელსისა“ და „კოპენჰაგენის“ მატჩი იმსაჯა. მას საქართველოს ნაკრების მატჩები აქამდეც უმსაჯია: 2018 წლის 15 ნოემბერს, ანდორაში შეხვედრა (1:1) და 2021 წლის 28 მარტს, თბილისში, საქართველო - ესპანეთი, რომელსაც ვილი სანიოლის გუნდი ხვიჩა კვარაცხელიას გოლით იგებდა, მაგრამ ფერან ტორესმა და დანი ოლმომ ესტუმრება მოაგებინეს (1:2). ამ თამაშში რუმინელმა მსაჯმა ლევან შენგელიას წითელი ბარათი უჩვენა. გარდა ამისა, 2023 წლის 19 ნოემბერს, ესპანეთი - საქართველოს მატჩზე (3:1) მეოთხე მსაჯი იყო.
საქართველოსა და სომხეთის ორმატჩიანი დაპირისპირებით ირკვევა, ვინ ითამაშებს ერთა ლიგის მომდევნო სეზონში B ლიგაში და ვინ C ლიგაში. ორი მატჩის გამარჯვებული B დივიზიონში იქნება, ხოლო დამარცხებული შესაბამისად, C დივიზიონში.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გასულ სეზონში ჯგუფში 7 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და სწორედ ამიტომ უწევს დასარჩენ პლეი-ოფში თამაში. პირველი შეხვედრა 20 მარტს, 21:00 საათზე ერევანში შედგება, ხოლო საპასუხო 23 მარტს, 18:00 საათზე თბილისში, „დინამო არენაზე“.