„ის, ვინც წამებით მოკლა ძაღლი და მეორე, ვინც იღებდა, უნდა გახდნენ სიმბოლო, როგორ დაისაჯოს ადამიანი ასეთი სისასტიკის გამო“ - სტეფანე
მომღერალი სტეფანე ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს, რომელშიც ჩანს, როგორ სცემს მამაკაცი ძაღლს.
„იმ ტიპმა, რომელმაც წამებით მოკლა ძაღლი და მეორე, ვინც იღებდა, უნდა გახდნენ სიმბოლო, როგორ უნდა დაისაჯოს ადამიანი ასეთი სისასტიკის გამო. მაგის შემდეგ ვინმე ნაძირალას თუ თავში ეს აზრი მოუვა, სულ უნდა ახსოვდეს, რა ელის.
როცა დავწერე, ასეთ მანიაკებზე, დედამიწას ამძიმებენ-მეთქი და მაგათ ძაღლები მირჩევნია… პორტალი არ დატოვეს, ყველგან დაბეჭდეს ეგ სათაური და კომენტარებში მიწერდნენ: „შენ ამძიმებ დედამიწასო“, – წერს სტეფანე სოციალურ ქსელში.