თეგებით ძიება
16. 01. 2024 მსოფლიო

მადონამ კონცერტზე დამსწრეებს ბოდიში მოუხადა მას შემდეგ, რაც მისალმებისას სხვა ქალაქის სახელი ახსენა

მადონამ კონცერტზე დამსწრეებს ბოდიში მოუხადა მას შემდეგ, რაც მისალმებისას სხვა ქალაქის სახელი ახსენა. ამის შესახებ ინფორმაციას Page six ავრცელებს.

„სელებრეიშენ“ ტურნეს ფარგლებში მადონა კონცერტს ტორონტოში მართავდა. პოპის დედოფალმა შოუ ფანებთან მისალმებით დაიწყო, სადაც ქალაქის სახელი შეეშალა.

„მზად ხარ, ბოსტონო?“, - თქვა მადონამ. მას შემდეგ, რაც მადონა მიხვდა და გაიაზრა თავისი შეცდომა, ფანებს ბოდიში მოუხადა.

„გაბრაზდით ხომ ბოსტონი რომ ვთქვი? მაპატიეთ, რა ჯანდაბაა?!“, - აღნიშნა მადონამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა