თოვლი, ძლიერი ქარბუქი და გზებზე ლიპყინული - როგორი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში 17 იანვარს?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი ქარბუქი, გზებზე კი ლიპყინული.
მათივე ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს.