თეგებით ძიება

"ანაზღაურება 1 862-დან 3 325 ლარამდე“ - კახა კალაძე დასაქმების მსურველებს მიმართავს

თბილისის მერიაში, სატრანსპორტო მიმართულებით გამოცხადებულ ვაკანსიას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საზოგადოებას აცნობს.

„მსურს, ვაკანსიებთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია: მოგეხსენებათ, სატრანსპორტო რეფორმა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი აღსრულებაა.

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გამოაცხადა მიღება მონიტორინგის სამსახურის პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის სპეციალისტის ვაკანსიებზე. მათ, ვისაც აქვთ დასაქმების სურვილი და სურთ, გახდნენ მერიის სატრანსპორტო რეფორმის მონაწილე, შეუძლიათ, მიმართონ თბილისის სატრანსპორტო და ურბანული განვითარების სააგენტოს. 

შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ, მათ შესაძლებლობა ექნებათ მონიტორინგის სამსახურში დასაქმდნენ. 

აღნიშნულ ვაკანსიებზე სარგო კატეგორიების მიხედვით არის. დაახლოებით,  1 862-დან - 3 325 ლარამდე“ - განაცხადა კახა კალაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა