თეგებით ძიება

„უნიათო მერი ბევრი გვყოლია, მაგრამ ასეთი უზრდელი და გოიმი სხვა არ მახსენდება“ - ნინო ჟვანია

ჟურნალისტი, ნინო ჟვანია, თბილისის მერის, კახა კალაძის დღევანდელ გამოსვლას ეხმაურება და წერს:

„კალაძეს მოვუსმინე, ცოტათი. რასაც მივხვდი ძაან გამწარებულია, ტიპი ათხრილია ნერვებზე. 

ვისაც არ მოგისმენიათ მოკლე შინაარსი ესაა:

1. ხალხი ტრ@@ში ხართო. კი მერიდება ამ სიტყვის თქმა მარა ხართ და ჰაა, რა ვუყოო. კიდევ დიდხანს იქნებით მანდ, რადგან ზუსტად ეგაა თქვენი ადგილიო. 

2. რა გეშველებათ, რას ღლიცინებთ, რა ამბავში ხართო. ეს ეტყობა Robi Getiashvili  შენი პოსტები ჩაუყარეს და ეწყინა. ისე რა დღეში იყავი მართლა, რა იყო ეს?!

3. ჩემი გაკეთებული თუ არ მოგწონთ ნაცებს გააკეთებინათ მანამდეო ... 

ამაზე კომენტარი არ მაქვს.

მეტი აღარ მომისმენია, მეყო. უნიათო მერი ბევრი გვყოლია, ქალაქის დამახინჯებაშიც წვლილი მარტო ამას არ მიუძღვის, მაგრამ ასეთი უზრდელი და გოიმი სხვა არ მახსენდება. ამან თუ რუსთაველიც გადათხარა უნდა მოვასწროთ წავიდეთ გავისეირნოთ, სურათი გადავიღოთ. აბა იმის დამთავრებას ჩემი თაობა ვეღარ მოესწრება“, - წერს ნინო ჟვანია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა