ორბანმა ნიშანი მისცა EU-ს, რომ მზადაა გააუქმოს ვეტო უკრაინის დაფინანსებაზე
Politico წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უნგრეთის პრემიერმა, ვიქტო ორბანმა მიაწოდა სიგნალი ევროკავშირს, რომ მზადაა უარი თქვას უკრაინის დაფინანსებისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე. საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება.
რამდენიმე ევროპელი დიპლომატისა და ოფიციალური პირის თქმით, ორბანი უახლოვდება კომპრომისზე დათანხმებას ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფულის გამოყენებაზე უკრაინის მხარდასაჭერად, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება, სავარაუდოდ, არ შეესაბამება მის მოთხოვნებს, რომლებიც დააყენა გასული თვის წარუმატებელი სამიტის შემდეგ.
ორბანმა დეკემბერში დაბლოკა 50 მილიარდი ევროს ოთხწლიანი დაფინანსების პაკეტი უკრაინისთვის - მას ესაჭიროებოდა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვანი მხარდაჭერა. გამოცემა წერს, რომ ამან აიძულა ბლოკის წევრები განიხილონ ერთიანობის წმინდა პრინციპის დარღვევა და მისი გვერდის ავლის გზებზე იფიქრობ.
"პოლიტიკოსთან" დიპლომატები და ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის შეთანხმება ევროკავშირში იმის შესახებ, თუ რა დათმობები შესთავაზოს უნგრეთს და რა შეუძლია მას მიიღოს, ევროკავშირი დარწმუნებულია, რომ შეთანხმება შეიძლება დაიდოს უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ უარყო უნგრეთის მცდელობა, გაყოს უკრაინას დაფინანსება ყოველწლიურ ტრანშებად, რომლებსაც ყოველწლიურად ერთსულოვანი დამტკიცება სჭირდება. პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს ორბანს მისცემს უფლებას ყოველწლიურად დაბლოკოს უკრაინის დაფინანსება – ან მოითხოვოს დათმობები ბრიუსელისგან ვეტოს მოხსნის სანაცვლოდ.
"ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ წევრი ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც უნგრეთს მისცემს რეგულარული შანტაჟის შესაძლებლობას", - თქვა ევროკავშირის დიპლომატმა.
კიდევ ერთი განსახილველი იდეა არის 2025 წელს დაფინანსების შუალედური მიმოხილვა, მაგრამ ეს ვარიანტი, რომელიც უნგრეთმა რამდენიმე თვის წინ შემოგვთავაზა, ასევე მიუღებლად ითვლება კიევის უძლიერეს მხარდამჭერებში - წერს "პოლიტიკო".
ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პოტენციური კომპრომისი შეიძლება მოიცავდეს, რომ უნგრეთს აუნაზღაურებენ პოსტპანდემიურ პერიოდში მიღებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების გადახდის ხარჯებს.
კომისია ასევე განიხილავს "გადაუდებელი მუხრუჭის" შემოღებას, რომელიც საშუალებას მისცემს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც აპროტესტებს უკრაინის დაფინანსებას, შეაჩეროს გადახდები და გადადოს დისკუსიები ევროკავშირის ლიდერების სამიტზე. მაგრამ ეს ვარიანტი არ დაუშვებს ევროკავშირის რომელიმე წევრმა ქვეყანამ ვეტო დაადოს საკითხს.