რატომ გვშია გამუდმებით სტრესის დროს ?
კორტიზოლის მაღალი დონე ორგანიზმში ზრდის ტკბილეულისადმი მოთხოვნილებას და იწვევს წონის მატებას.
კორტიზოლი სტეროიდული ჰორმონია, რომელიც წარმოიქმნება და გამოიყოფა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის მიერ.
კორტიზოლი დიდი რაოდენობით წარმოიქმნება როდესაც სტრესს განვიცდით.
ის ნორმის ფარგლებში ორგანიზმისათვის აუცილებელი ჰორმონია.
• თრგუნავს ანთებას,
•მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში
• არეგულირებს არტერიულ წნევას,
• განსაზღვრავს სხეულის ბიოლოგიურ რიტმს,
• ზრდის სისხლში შაქრის დონეს,
• გვაძლევს ენერგიას საბრძოლველად ან გაქცევისთვის. ანუ თავდაცვისათვის.
კორტიზოლი სასარგებლოა იმ სიტუაციაში, როდესაც საჭიროა სწრაფი მოქმედება, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ დღევანდელ პირობებში ხშირად განვიცდით სტრესს და შესაბამისად, გვაქვს კორტიზოლის მაღალი დონე. კორტიზოლის მაღალი დონე კი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
ორგანიზმში მოჭარბებული კორტიზოლის სიმპტომებია:
• შიში,
• დეპრესია,
• თავის ტკივილი,
• ძილის პრობლემები,
• საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები,
• მეხსიერების დაქვეითება,
• დაბალი იმუნიტეტი,
• კონცენტრაციის დაქვეითება,
• წონის მატება ან წონის კლება.
რატომ ვჭამთ გამუდმებით სტრესის დროს?
კორტიზოლი ამძაფრებს შიმშილის გრძნობას და ტკბილეულის მიღების სურვილს. ის ეწინააღნდეგება ჭარბი წონის კლებას 2 გზით.
პირველი: იმის გამო, რომ კორტიზოლი სწრაფად ზრდის სისხლში შაქარს, კუჭქვეშა ჯირკვალი ამის საწინააღნდეგოდ გამოყოფს ინსულინს – რაც სისხლში შაქრის კვლავ სწრაფად ვარდნას იწვევს. სისხლში შაქრის ამ ვარდნას ორგანიზმი განიცდის, როგორც შიმშილი და სურვილი ტკბილეულისკენ.
მეორეც: კორტიზოლი ორგანიზმს განაწყობს თავდაცვისათვის, ბლოკავს ორგანიზმს და უზრუნველყოფს კალორიების შენახვას ცხიმის სახით.
კორტიზოლი ასტიმულირებს მუცლის ცხიმის დაგროვებას. ქალთა შორის ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ქალები, რომლებსაც მუცლის ცხიმი აქვთ, ამბობენ, რომ ცხოვრებაში დიდ სტრესს განიცდიან.
როგორ დავაბალანსოთ ორგანიზში კორტიზოლის დონე მედიკამენტების გარეშე?
სტრესის შემცირება ყველაზე ეფექტური მეთოდია კორტიზოლის დონის შესამცირებლად . თუ შესაძლებელია თავიდან აიცილეთ ან შეამცირეთ სტრესული სიტუაციები.
აუცილებელია სრულფასოვანი ძილი:რადგან თუ ცუდად გძინავთ, თქვენი სხეული ავტომატურად წარმოქმნის მეტ კორტიზოლს.
ყოველდღიურად დაუთმეთ მინიმუმ ერთი საათი თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობას, იმას რაც თქვენში დადებით ემოციებს იწვევს და გეხმარებათ განტვირთვაში. იოგა, მედიტაცია, სეირნობა, ხატვა, კითხვა და ა შ
იყავი ბედნიერი.
შეიძლება სიტყვებით ეს ძალიან მარტივად ჟღერს, მაგრამ ბედნიერების გრძნობა მნიშვნელოვნად ამცირებს კორტიზოლის დონეს.
ეს არის ის ოთხი რამ, რაც მნიშვნელოვანია :
კარგი ჯანმრთელობა,
სოციალური კონტაქტები,
სიმშვიდის განცდა,
სიკეთის კეთება.
სხეულში ყველაფერი ურთიერთკავშირშია. ჯანსაღი დიეტის საშუალებით შეგიძლიათ შეამციროთ კორტიზოლის წარმოქმნა, შეგიძლიათ მართოთ სტრესი და შეინარჩუნოთ თქვენი ფიგურა და ახალგაზრდობა.
არ იძინოთ მშიერი, თუ მშიერი დაიძინებთ, ეს დაარღვევს თქვენი ძილის ხარისხს და ჰორმონების ბალანსს. მიირთვით დაბალკალორიული,ცილოვანი საჭმელი.მაგალითად ხაჭო,რომ დაიკმაყოფილოთ შიმშილი.
არ დალიოთ კოფეინის შემცველი ყავა და ჩაი საღამოს 4 საათის შემდეგ, რადგან კოფეინის დაშლას დაახლოებით 8 საათი სჭირდება.
საღამოს მიირთვით პიტნის ან გვირილის ჩაი, სხეულის მოდუნებაში ეს დაგეხმარებათ.
და ბოლოს, გაიღიმეთ.
ყოველთვის გახსოვდეს,რომ ღიმილი ძალიან ძვირფასი,ნატურალური და უფასო წამალია.
იცხოვრე ჯანმრთელად, დაეხმარე შენს თავს.
წყარო : Jolo.ge