თეგებით ძიება

დასავლეთს უკრაინის კონფლიქტის კონსტრუქციული გადაწყვეტა არ სურს - სერგეი ლავროვი

უკრაინისთვის ყირიმსა და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელებისკენ ბიძგი იმაზე მეტყველებს, რომ დასავლეთს კონფლიქტის კონსტრუქციული გადაწყვეტა არ სურს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვმა აღნიშნა, რომ დასავლეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უკრაინის კრიზისის ესკალაცია გამოიწვიოს.

„შორი დისტანციის იარაღის გამოყენება ყირიმზე დასარტყმელად, იმ მიზნით, რომ ის საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდეს, ასევე, დარტყმები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის სიღრმეში და არა მხოლოდ წაქეზება, არამედ შესაბამისი იარაღის გადაცემა, მეტყველებს იმაზე, რომ დასავლეთს არ სურს რაიმე კონსტრუქციული გადაწყვეტა, რომელიც რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმურ შეშფოთებას ითვალისწინებს. დასავლეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინის კრიზისის ესკალაციისთვის; ეს ახლა დამატებით სტრატეგიულ რისკებს ქმნი“, - აცხადებს ლავროვი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა