თეგებით ძიება

ბალტიური ქარვა - სასიკვდილო ბაქტერიების წინააღმდეგ

მინესოტას უნივერსიტეტის (მინესოტა, აშშ) მეცნიერებმა თავიანთი ბოლო კვლევით შეისწავლეს ბალტიური ქარვა, რომელიც ყველაზე ღირებულია და შედეგები ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების კონფერენციაზე (2021 წლის 5-30 აპრილი) წარმოადგინეს.

მათ დაადასტურეს, რომ ბალტიური ქარვის ნიმუშებიდან მიღებული სასარგებლო ნივთიერებების კომბინაციას (რომელსაც ქარვის მჟავას უწოდებენ) შეუძლია ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული, ძლიერი ბაქტერიების განადგურება - მათ შორის, მაგალითად, ოქროსფერი სტაფილოკოკის შტამის.

ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიული ინფექციებით მსოფლიოში ყოველწლიურად 700 000 -მდე ადამიანი იღუპება, ამიტომ ქარვაში აღმოჩენილი მჟავები შეიძლება ინოვაციური ანტიმიკრობული პრეპარატების შესაქმნელად გამოიყენონ.

ბუნებრივი ქარვის გადამუშავების შედეგად მიღებული მჟავა თეთრი ფერის, კრისტალისმაგვარი ფხვნილია, მკვეთრად გამოხატული ლიმონის გემო აქვს მისი და ფორმულაა HOOC-CH2-CH2-COOH.

აღსანიშნავია, რომ ამ ნაერთს ადამიანის ორგანიზმიც გამოიმუშავებს, რომელიც რეგულატორის როლს ასრულებს. ქარვის მჟავა აწესრიგებს ორგანოებისა და ქსოვილების მუშაობას და მათში ბიოქიმიური რეაქციების ნაკადს აღადგენს.

მოდიფიცირებულ ქარვას შეუძლია იმუნური სისტემის გაძლიერება, ტვინის ფუნქციის გაუმჯობესება და ინტოქსიკაციასთან გამკლავება. ასევე, ქარვის მჟავას შეუძლია დიაბეტის დროს სხეულის მიერ საკუთარი ინსულინის გამომუშავების სტიმულირება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა