თეგებით ძიება

"ამაზე საშინელი ტრაგედია მე არ ვიცი…“ - რას ჰყვებიან საბერიოში დაღუპული ბავშვების სკოლისა და ბაღის მასწავლებლები?

საქართველოში გლოვის დღეა – ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში მომხდარი ხანძრისას ტრაგიკულად დაღუპულ 5 არასრულწლოვანს დღეს, ოკუპირებულ საბერიოში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ენგურის ხიდის მიმდებარედ დილიდან შეიკრიბნენ ოჯახის ნაცნობები, მეგობრები, ნათესავები.

გარდაცვლილი ბავშვების პატივის მისაგებად სოფელ საბერიოში მიემგზავრებიან ბავშვების სკოლის და ბაღის მასწავლებლებიც. ბავშვების პედაგოგი, ეშო თაკალანძე ამბობს, რომ წარმოუდგენელი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით:

„აფხაზეთის მე 14 -ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ ეს ბავშვები, სამწუხაროდ უდიდესი სტრატეგია დაგვემართა როგორც სკოლას, ისე ეზოს სადაც ცხოვრობდნენ, ამაზე საშინელი ტრაგედია მე არ ვიცი, არ ახსოვს ალბათ მსოფლიოს… მადლობა ადამიანებს ვინც დაგვეხმარა და ასე უპრობლემოდ უშვებენ დღეს ადამიანებს სამძიმარზე“ – ამბობს ეშო თაკალანძე რუსთავი2-თან.

ჟურნალისტებთან ისაუბრა კიდევ ერთმა პედაგოგმა:

„ემილია იყო ჩემი მოსწავლე, უფროსი, მეორე კლასელი. ძალიან თბილი, მოსიყვარულე…“ – ამბობს თეა მაქაცარია „რუსთავი ორთან“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა