თეგებით ძიება

ოკუპირებულ გალში დაღუპულ ბავშვებს ზუგდიდშიც გლოვობენ

ოკუპირებულ გალში დაღუპულ ბავშვებს ზუგდიდშიც გლოვობენ - აფხაზეთის მე-14 საჯარო სკოლაში, პირველი კლასელი ემილიასა და მეორე კლასელი ანა-მარიას მერხებზე მათი ფოტოები და ყვავილები მიიტანეს. 

ანთებულია სანთლებიც, რომლითაც მოსწავლეებისა და მშობლების ნაწილი დაღუპული ბავშვების ხსოვნას პატივს აგებენ. 

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულ მოზარდებს დღეს ამავე სოფელში დაკრძალავენ.   

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების ოჯახში ტრაგედია 5 იანვარს დატრიალდა. ადგილობრივების თქმით, ღუმელის დანთებისას ბებიას, სავარაუდოდ, ნავთი ბენზინში აერია, რასაც ცეცხლის აალება მოჰყვა. 

დაღუპული ხუთი ბავშვიდან უფროსი გოგო 8 წლის იყო, უმცროსი - 8 თვის. ბავშვების ბებია კლინიკაშია მოთავსებული. 

მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა