გორში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს
გორში, წმინდა წყლის დასახლებაში, ქვეითს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. როგორც TV მონიტორინგი წერს, 65 წლის ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტს ტრავმა თავის არეში აღენიშნებოდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.