თეგებით ძიება
24. 01. 2024 მსოფლიო

ისრაელსა და ჰამასს შორის 1 თვით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შედგა

ისრაელსა და ჰამასს შორის 1 თვით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი" ავრცელებს.

ცნობილია, რომ მოლაპარაკებებში, რომელიც 28 დეკემბერს განახლდა, აქტიურად იყვნენ ჩართულნი კატარის ეგვიპტისა და აშშ-ის წარმომადგენლები. მათი ძირითადი ფოკუსი ებრაელი მძევლების, როგორც მშვიდობიანი მოქალაქეების, ისე სამხედროების გათავისუფლება იყო. გამოცემის ცნობით, პალესტინელი ტყვეების გათავისუფლება იგეგმება და ასევე ღაზის სექტორისთვის დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.

მედიის ინფორმაციით, „ჰამასი" ითხოვს გარანტიებს და ორგანიზაცია მზად არის იდეების განსახილველად.

„ჩვენ ღია ვართ ყველა ინიციატივისა და წინადადებისთვის, მაგრამ ნებისმიერი შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს აგრესიის დასრულებას და ღაზას სექტორიდან ოკუპაციის სრულ გაყვანას“, - თქვა „ჰამასის" ერთ-ერთმა ლიდერმა აბუ ზუჰრიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა