გამარჯვების კოალიცია ხალხთან ერთად არჩევნებში პირველ ადგილზე გავა - მანჯგალაძე
"გაერთიანება თვითმიზანი არაა, შანსები ძალიან დიდია. ყველა გამოკითხვით, ქართულ ოცნებას ხმას მხოლოდ ყოველი მესამე ადამიანი აძლევს, დანარჩენი ორი კი ოპოზიციას. ანუ, შეიძლება, ქართულ ოცნებას მაქსიმუმ 1/3 ჰქონდეს, ოპოზიციას კი 2/3. ახლა მთავარია, ეს ხმები არ დაიკარგოს და ადამიანები არჩევნებზე მივიდნენ.
გამარჯვების კოალიცია ხალხთან, იმ ადამიანებთან ერთად, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი და თავისი ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია, და ასეთი უმეტესობა ვართ - ამ არჩევნებში პირველ ადგილზე გავალთ." - თქვა სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა პოლიტიკური ალიანსი - გამარჯვების პლატფორმა - 2023 წლის 20 ივლისს შექმნეს.