პროდუქტები, რაშიც მოსახლეობა ყველაზე მეტს ხარჯავს - „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევა
მოსახლეობა ყველაზე მეტს აგრარულ პროდუქტებზე ხარჯავს, სადაც ბრენდული ქსელების წილი მცირეა - ამის შესახებ აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ სწრაფადბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის (FMCG) სექტორის კვლევაში.
„ხორცის, რძის პროდუქტების და ხილ-ბოსტნეულის წილი მომხმარებლის FMCG დანახარჯებში 40.7%-ს შეადგენს, მაშინ როცა ბრენდულიქსელების შემოსავლებში ამ კატეგორიების ჯამური წილი მხოლოდ 19.5%-ია, რაც მიუთითებს ძალიან დიდ აუთვისებელ პოტენციალზე“, - აღნიშნულია კვლევაში.
კვლევის თანახმად, ერთი ოჯახის ყოველთვიური დანახარჯები FMCG პროდუქციაზე 1 450 ლარს შეადგენდა 2023 წელს, რაც ხარჯების 45.1%-ია.
ამასთან, კვლევის მიხედვით, სწრაფადბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის (FMCG) სექტორი 2018-2023 წლებში საშუალოდ 14.2%-ით გაიზარდა და 2024-2028 წლებში 10%-იან ზრდას გააგრძელებს.
წყარო : bpn.ge