მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა მინისტრს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში თანადგომისთვის - კახა კალაძე
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს და მის თანამშრომლებს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
კალაძის თქმით, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ რეაბილიტაციის დროს მოსახლეობისთვის გადაადგილება მაქსიმალურად შეემსუბუქებინათ.
„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საპატრულო პოლიციას, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს. ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენთან თანამშრომლობდნენ. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ შეზღუდვები და პრობლემები, რაც იყო აქ გადაადგილების თვალსაზრისით, მაქსიმალურად შეემსუბუქებინათ მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ასევე, კახა კალაძემ წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა ყველა კომპანიას და მათ თანამშრომლებს.